воскресенье, 13 июня 2010 г.

სოფელი თხილნარი ჩვენი უშუალო სამშობლო ისტორია, აწმყო, მომავალი


პროექტის სახელი: თხილნარის ისტორია.
პროექტის მოკლე აღწერა: მოიძიებენ სოფელ თხილნარის შესახებ ისტორიულ მასალებს და შექმნიან ნარკვევს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ სოფელ თხილნარში ადრე არსებული მოსახლეობის, მათი კულტურისა და საქმიანობის შესახებ ცნობებს, სოფელში არსებული საჯარო სამსახურების დახმარებით, სოფლის არქივის დამუშავებითა და სოფლის უხუცესებთან ჩაწერილი ინტერვიუებით შეიქმნება სოფლის ისტორიის ნარკვევი, რომელშიც თავისთავად შევა სოფელ თხილნარში შემორჩენილი მატერიალურ კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაცია,ასევ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენლი ნივთების მონაცემებიც. მოსწავლეები განახორციელებენ ისტორიულ ადგილებში ლაშქრობებს და მოეწყობა პრეზენტაციები მათ მიერ შეგროვებული მასალის შესახებ. ნარკვევის დახვეწისა და დამუშავების შემდეგ მოსწავლეები მათ ნამუშევარს პრეზენტაციის სახით წარუდგენენ სოფლის თემს და გაითავლისწინებენ დამატებით ცნობებსა თუ შენიშვნებს.
მონაწილეთა ასაკი: IX-XII კლასის მოსწვლეები.
განხორციელების ვადები: 3 თვე.
სარგებელი სხვებისათვის: სოფელ თხილნარის ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა უკეთ გაეცნონ სოფლის ისტორიას და გაუფრთხილდნენ მის კულტურას, წესებსა თუ ბუნებას.
სამუშაო ენა: ქართული
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან, შეისწავლიან სოფლის ისტორიასა და კულტურას, გაიგებენ მისი წარსულის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას,მოუყვებიან და გააცნობენ სხვა სოფლის მკვიდრ მოსახლეობას თავიანთი სოფლის შესახებ ბევრ ნანახ თუ მოსმენილ და მათ მიერ შეგროვებულ იმფორმაციას. მათ განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების,სინთეზური აზროვნების უნარი. აქტუალური პრობლემების ანალიზი და ალტერნატივის ძიების უნარი.გაუჩნდებათ სურვილი სოფლის მოვლისა და მისი ადათ წესების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის რაც ძალიან სასარგებლოა საქართველოს შემდგომი მოქალაქისათვის.
საგანთან,საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი:მარადი არძენაძე.
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: maradi.14@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: txilnari-ombolo.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა